About Agency

დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები

  • დასახლებულ პუნქტებში სტიქიურ-კატასტროფული გეოლოგიური პროცესების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში სიტუაციის ოპერატიული შეფასება, უარყოფითი შედეგების დადგენა, საშიშროების რისკის განსაზღვრა, საგანგებო სიტუაციაში მოქცეული მოსახლეობისათვის რეკომენდაციების გაცემა და სათანადო დასკვნების მომზადება გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად;
  • სტიქიური გეოლოგიური პროცესების მონიტორინგი;
  • ყოველწლიური ინფორმაციული ბიულეტენის მომზადება, მოსალოდნელი საშიშროების შეფასება და პროგნოზი, გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დასახვა ცალკეული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტებისათვის;
  • საინჟინრო-გეოლოგიური, საინჟინრო-გეოდინამიკური და გეოეკოლოგიური კვლევების წარმოება, ტერიტორიის ათვისების, სამეურნეო და საინჟინრო ობიექტების საიმედოდ განლაგების გეოლოგიური გარემოს ოპტიმალური მართვისათვის და სტიქიური გეოლოგიური პროცესების ზონირების საბაზისო რუკების შედგენა;
  • საშიში გეოლოგიური პროცესების განმეორადობის სიხშირის და ინტენსივობის მიხედვით საქართველოს ტერიტორიის დარაიონება გრძელვადიანი პროგნოზის მიმართებაში;
  • გეოლოგიური სტიქიის მდგომარეობის, საშიშროების რისკისა და გეოლოგიური გარემოს ცვლილებების საინფორმაციო ბაზის შექმნა დროისა და სივრცის პარამეტრებში, არსებული გეოლოგიური ფონდური მასალის და მიმდინარე მონიტორინგული კვლევებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
  • არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების ასათვისებლად, სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების დადგენის და აცილების მიზნით წინმსწრები, სპეციალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნების მომზადება;
  • ურბანულ ტერიტორიებზე ტექნოგენური და ტექნოგენურ-ბუნებრივი პროცესების მონიტორინგი;
  • კომპეტენციის ფარგლებში, გეოლოგიური გარემოს მართვასა და ნარჩენების განთავსების საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
  • სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებზე საინჟინრო-გეოლოგიური, გეოტექნიკური და ჰიდროგეოლოგიური სამუშაოების წარმოება;
  • გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების შეფასება და საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარება;
  • მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი;
  • სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისთვის სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეული ობიექტებისათვის გეოსაინფორმაციო პაკეტების და შესაბამისი რუკების მომზადება;
  • წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმოება - სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსის და კადასტრის წარმოება, მინერალური რესურსების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
  • სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და გაზისა) მოსარგებლე ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების (მათ შორის მარაგების ანგარიშის) განხილვა, აღრიცხვა და წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში მათი ასახვა;
  • წიაღისეული საბადოს (გარდა ნავთობისა და გაზისა) არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
  • ლიცენზიის შეძენის მსურველთათვის გეოლოგიური ინფორმაციის ან/და დასკვნის მომზადება;
  • გეოლოგიური აგეგმვითი და ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარება;
  • მინერალური რესურსების მონაცემთა ბაზების წარმოების უზრუნველყოფა