სააგენტოს შესახებ

დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები

  • სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
  • სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია, საქმისწარმოებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და კონტროლი. სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების დადგენილი წესით რეგისტრაცია;
  • ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება;
  • საარქივო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების, შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა და მივლინების შესახებ სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
  • კომპეტენციის  ფარგლებში  სააგენტოს  ხელმძღვანელობის  დავალებების  და  სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების ვადების კონტროლი და შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა-შენახვის უზრუნველყოფა;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსის ორგანიზება;
  • სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა, სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული მომზადების,  გადამზადებისა  და კვალიფიკაციის  ამაღლების მიზნით  შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • სააგენტოს საქმიანობის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;
  • ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საინფორმაციო-საცნობარო სისტემის შექმნა;
  • სააგენტოს ვებგვერდის და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;
  • სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაცია;
  • სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ანალიზი და მის საფუძველზე  ცალკეული მიმართულებებისათვის საქმიანობის მეთოდოლოგიის  შედგენა;
  • მარკეტინგული საქმიანობის წარმოება სააგენტოს მხრიდან დაინტერესებული პირებისთვის შესათავაზებელი სერვისების განვითარებისათვის;
  • სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა;
  • საგრანტო და საპროექტო წინადადებების განხორციელების მიზნით დონორების მოძიება, მოლაპარაკებების ორგანიზება, ამ მიზნით მიმოწერის წარმართვა და კოორდინაცია;
  • საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში სააგენტოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;
  • საერთაშორისო საპროექტო/საგრანტო წინადადებების მომზადებისა და შესაბამისი უწყებების წარდგენის უზრუნველყოფა;
  • უცხო ქვეყნების დელეგაციების და საერთაშორისო ექსპერტების მიღების ორგანიზება;
  • საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია;
  • საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
  • საზოგადოებრივი  ურთიერთობების უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

სააგენტოს მენეჯმენტი

about-us-poster

ზვიად გელაშვილი

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

ზვიად გელაშვილი

დაბადების თარიღი

1968 წლის 24 მაისი

განათლება:

1994წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურიდიული ფაკულტეტი

სამუშაო გამოცდილება:

2017წ -დან - გარემოს ეროვნული სააგენტო  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

2014-2016წწ - გარემოს ეროვნული სააგენტო  ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი

2013-2014წწ - ეროვნული სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი

2013წ.01/05 - გარემოს ეროვნული სააგენტო - აპარატის უფროსი

2012წ.07/10 საარჩევნო ბლოკის “ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება” ფოთის საარჩევნო შტაბის უფროსი

2012-2013წწ. ა(ა)იპ ”სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის” - იურისტი

2011-2013წწ. კავშირი ”პრესა-საქართველო” იურისტი

2006–2011წწ. გარემოს დაცვის ინსპექციის აპარატის მთავარი სპეციალისტი

2005-2006წწ. საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების სამსახურის მთავარი სპეციალისტი

2004წ. დღემდე - კავშირი “სამოქალაქო საზოგადოება-ევროპული არჩევანი” -ხელმძღვანელი

1999-2004წწ. კავშირის “21-ე საუკუნე” ხელმძღვანელი და პროექტების დირექტორი

1995-2006წწ. კერძო იურიდიული და საადვოკატო პრაქტიკა

1992-1995წწ. საქართველოს პარლამენტის კომისიის ექსპერტ-იურისტი

1989-1990წწ. ხაშურის ნავთობპროდუქტების ქარხანა - ელექტრიკოსი

1985-1986წწ. ხაშურის რკინიგზის ელმავალშემკეთებელი - დეპო-ზეინკალი

ენები:

ქართული (მშობლიური)

რუსული (კარგად)

ინგლისური (სასაუბრო)

ოჯახური მდგომარეობა:

ერთი შვილი.