სააგენტოს შესახებ

დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები

  • დასახლებულ პუნქტებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე სტიქიური გეოლოგიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა და სხვა) ექსტრემალური გააქტიურების პირობებში სიტუაციის ოპერატიული შეფასება, უარყოფითი შედეგების დადგენა, საშიშროების რისკის განსაზღვრა, საგანგებო სიტუაციაში მოქცეული მოსახლეობისათვის რეკომენდაციების გაცემა და სათანადო დასკვნების მომზადება გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად;
  • საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სტიქიურ გეოლოგიურ პროცესებზე და გეოლოგიური გარემოს ანთროპოგენურ ცვლილებებზე კომპლექსური გეომონიტორინგული კვლევების პერმანენტული წარმოება;
  • ყოველწლიური საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენის მომზადება მოსალოდნელი საშიშროების რისკისა და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დასახვით, ცალკეული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით;
  • ყველა მასშტაბის (მათ შორის, სპეციალური) საინჟინრო-გეოლოგიური, საინჟინრო-გეოდინამიკური, გეოეკოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევების წარმოება, ტერიტორიის მდგრადი ათვისების, სამეურნეო  და  საინჟინრო  ობიექტების  საიმედოდ  განლაგებისა  და გეოლოგიური გარემოს ოპტიმალური მართვის მიზნით;
  • საქართველოს მოსახლეობის დაცვისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების საიმედო ფუნქციონირებისათვის სტიქიური გეოლოგიური პროცესების მდგომარეობის და საშიშროების რისკის ზონირების  (დარაიონების) რუკების  დამუშავება  ცალკეული  რეგიონებისა  და მუნიციპალიტეტების მიხედვით;
  • გეოლოგიური  სტიქიის  მდგომარეობის,  საშიშროების  რისკისა  და გეოლოგიური  გარემოს  ცვლილებების საინფორმაციო ბაზის შექმნა;
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშების გეოლოგიურ ნაწილზე საექსპერტო დასკვნების მომზადება;
  • გეოეკოლოგიურ  გართულებებზე  ოპერატიული  რეაგირება  -  დასკვნებისა  და  დამცავი ღონისძიებების გასატარებლად რეკომენდაციების მომზადება;
  • ინფრასტრუქტურული ობიექტების პროექტებისა და ტერიტორიების საინჟინრო-გეოლოგიური, გეოეკოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური ექსპერტიზა;
  • გარემოზე ბუნებრივი და ანთროპოგენური ზემოქმედების შეფასება და საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარება;
  • მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი;
  • გეოლოგიური აგეგმვითი და ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარება;
  • სასარგებლო  წიაღისეულით  სარგებლობისათვის  სალიცენზიოდ  წინასწარ  შერჩეულ  ობიექტებზე საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური შეფასებითი სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი გეოსაინფორმაციო პაკეტების მომზადება;
  • წიაღის სახელმწიფო ფონდის მართვის ინფორმაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა. სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის წარმოება - სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის წარმოება;
  • სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა და გამოვლინებების პასპორტიზაცია, მათი კადასტრისა და სახელმწიფო ბალანსის წარმოება (მათ შორის ელექტრონული ვერსიის ფორმით). სასარგებლო წიაღისეულით მოსარგებლე ლიცენზიის მქონე პირების, მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვა და წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო ფონდში ასახვა;
  • მოსალოდნელი განაშენიანების ფართზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოს არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის გაცემა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

სააგენტოს მენეჯმენტი

about-us-poster

მერაბ გაფრინდაშვილი

გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი

მერაბ გაფრინდაშვილი

დაბადების თარიღი:

1956 წლის 19 მარტი

განათლება:

1978წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი

სამუშაო გამოცდილება:

2014წ. დღემდე გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი

2011-2014წწ. გეოლოგიური საშიშროებების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

2008-2011წწ. სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს უფროსი

2006-2008წწ. ბუნების სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს უფროსის მოადგილე

2006-2007წწ. კომპანია ,,რეს & კო’’-ს  კონსულტანტი გარემოს დაცვის საკითხებში

 2006-2009წწ. გერმანული კომპანია  ,,კოქს კონსალტის საქართველოს ფილიალი’’-ს კონსულტანტი საინჟინრო -გეოლოგიურ საკითხებში-

2004-2005წწ. კომპანია ,,ბეისიპ-ფრანლაბის’’ ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში

2004-2005წწ. კომპანია ,,ჯეიკობსი’’-ს ექსპერტი საინჟინრო გეოლოგიურ საკითხებში

2004-2013წწ. საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის კონსულტანტი

2000-2006წწ. ცენტრ ,,სტიქია’’-ს გენერალური დირექტორის მოადგილე (მთ. ინჟინერი)

1997-2000წწ. გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი სსიპ ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრი ,,სტიქია’’-ს შავი ზღვის საინჟინრო-გეოლოგიური პარტიის უფროსი

1995-1997წწ. შავი ზღვის გეომონიტორინგული კვლევების ცენტრის ჯგუფის უფროსი

1993-1995წწ. გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის საინჟინრო-გეოლოგიისა და გეოეკოლოგიის სამმართველოს რაზმის უფროსი

1989-1993წწ. ,,სპეცგეო’’-ს მთავარი ინჟინერი

1987-1989წწ. ბიჭვინთის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რაზმის უფროსი

1985-1987წწ. გუდაუთის საინჟინრო - გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რაზმის უფროსი გეოლოგი

1982-1985წწ. სოხუმის საინჟინრო - გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რაზმის უბნის უფროსი

1978-1982წწ. საწარმო გაერთიანება ,,ჰიდროსპეცგეოლოგიის’’ მე-7 რაიონის ჰიდროგეოლოგიური ექსპეედიციის სოხუმის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რაზმის ინჟინერი

პუბლიკაციები:

არის რამოდენიმე ასეული გეოლოგიური ანგარიშის და დასკვნის ავტორი, გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია.

ენები:

ქართული (მშობლიური)

რუსული (თავისუფლად)

ოჯახური მდგომარეობა:

მეუღლე და სამი შვილი.