სააგენტოს შესახებ

დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები

  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა  და გაზისა) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
  • ლიცენზიების  გაცემისათვის აუცილებელი  დოკუმენტების  მიღება, აღრიცხვა, დამუშავება  და ამ დოკუმენტების სამინისტროს/სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში, სამინისტროს სისტემაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო   დაწესებულებასა  და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის დაგზავნა დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო განხილვის და დასკვნის მომზადებისათვის;
  • აუქციონის გამოცხადების,  ლიცენზიის  გაცემის, კანონმდებლობით  განსაზღვრულ  შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის  მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების  საფუძველზე  სააგენტოს უფროსისთვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა;
  • კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის მოთხოვნების დადგენის მიზნით სააგენტოს უფროსისათვის რეკომენდაციების წარდგენა;
  • ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად შენახვა;
  • ლიცენზიების მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევისას, მათ აღმოსაფხვრელად ანდა გამოსასწორებლად  წინადადებების  შემუშავება  გონივრული  ვადის  განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის;
  • კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისაგან და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებთან დაკავშირებული  საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) მოპოვების კვოტების დამტკიცების მიზნით შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილი, სასარგებლო  წიაღისეულის   ათვისების შესაბამისი გეგმის  დამტკიცების მიზნით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
  • ლიცენზიის   მაძიებლის  მიერ  წარდგენილი  განცხადებისა   და  თანდართული  დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • ლიცენზიების გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების ორგანიზება;
  • „მკაცრი  აღრიცხვის  ფორმების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  შესაბამისად  სალიცენზიო  მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა;
  • სალიცენზიო მოწმობების მომზადება და გაცემა;
  • უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება;
  • კონკრეტული ბუნებრივი რესურსით (გარდა  ნავთობისა  და  გაზისა)  სარგებლობის  ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად    მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
  • აუქციონის შედეგების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში) ოქმის შედგენა;
  • კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევა;
  • სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება;
  • ლიცენზიის   გაცემის,   მასში   ცვლილების  შეტანის  ან   მისი   გაუქმების   შესახებ   საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემების გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის    ფარგლებში,     კანონმდებლობით    განსაზღვრული     სხვა    უფლებამოსილების განხორციელება.

სააგენტოს მენეჯმენტი

about-us-poster

ირაკი გელაშვილი

ლიცენზირების დეპარტამნეტი

ირაკი გელაშვილი

დაბადების თარიღი

1979 წლის 17 აგვისტო

განათლება:

2001წ.  ივანე ჯავახიშვილის სახლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  - ეკონომიკის ფაკულტეტი (ფინანსები და საბანკო საქმე)

2005წ.  ივანე ჯავახიშვილის სახლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტი (სამართალმცოდნე)

სამუშაო გამოცდილება:

2014წ/07 დღემდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი

2014წ/05-07 - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  ეროვნული სატყეო სააგენტო - მცხეთა-მთიანეთი სატყეო სამსახურის უფროსი

2011-2014წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო,  შემოსავლების სამსახური საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, მონიტორინგის სამმართველოს მთავარი ოფიცერი

2011წ.  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო,  შემოსავლების სამსახურის შიდა კონტროლის დეპარტამენტი, სპეციალურ დავალებათა სამმართველოს უფროსის მოადგილე

2012-2011წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო,  შემოსავლების სამსახურის შიდა კონტროლის დეპარტამენტი, ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

2010წ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის გურიის რეგიონალური სატყეო სამმართველოს უფროსი

2009-2010წწ.  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის უფროსი

2008-2009წწ. გარემოს დაცვის ინპექცია - სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი

2007-2008წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს უფროსი

2007წ.  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მონიტორინგის განყოფილების უფროსი

2006-2007წწ.  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტი, მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი

2006წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N 6 საპყრობილის დირექტორის თანაშემწე

ენები:

ქართული (მშობლიური)

რუსული (კარგად)

ინგლისური (კარგად)

ოჯახური მდგომარეობა:

მეუღლე და ერთი შვილი