სააგენტოს შესახებ

დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები

  • საქართველოს საზღვაო წყლებსა და შიგა წყალსატევებში მეთევზეობის კვლევა - თევზების მარაგების შეფასება და სარეწაო ლიმიტების განსაზღვრა, თევზჭერის ბადე-იარაღების და ხერხების ანალიზი,  თევზჭერის სტატისტიკური ანალიზი;
  • აქვაკულტურის (მათ შორის მარიკულტურის და ეკოლოგიური აქვაკულტურის) და მდგრადი მეთევზეობის განვითარების ხელშეწყობა;
  • საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის თევზების, ზღვის ძუძუმწოვრების და ასოცირებული ჰიდროფაუნის, პლანქტონური და ბენთოსური უხერხემლოების, პლანქტონური და ბენთოსური ალგოფლორის, მიკრობიოტის კვლევა და მონიტორინგი;
  • საქართველოს შიგა წყალსატევების  (ტბები, წყალსაცავები, ლაგუნები, ესტუარები, მდინარეები, წყალჭაობიანი ლოკალიტეტები) ბიომრავალფეროვნების (თევზები, ასოცირებული ჰიდროფაუნა, პლანქტონური და ბენთოსური უხერხემლოები, პლანქტონური და ბენთოსური ალგოფლორა, მიკრობიოტა) კვლევა და მონიტორინგი;
  • ჰიდრობიონტებისა და წყლის ჰაბიტატების დაცვის, აღდგენის და გონივრული მართვის წინადადებების შემუშავება, მათ შორის სახეობათა კონსერვაციული სტატუსის შეფასება, საქართველოს წითელი ნუსხის განახლებაში მონაწილეობის მიღება.