სააგენტოს შესახებ

დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები

  • საქართველოს საზღვაო წყლებსა და შიგა წყალსატევებში მეთევზეობის კვლევა - თევზების მარაგების შეფასება და სარეწაო ლიმიტების განსაზღვრა, თევზჭერის ბადე-იარაღების და ხერხების ანალიზი,  თევზჭერის სტატისტიკური ანალიზი;
  • აქვაკულტურის (მათ შორის მარიკულტურის და ეკოლოგიური აქვაკულტურის) და მდგრადი მეთევზეობის განვითარების ხელშეწყობა;
  • საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის თევზების, ზღვის ძუძუმწოვრების და ასოცირებული ჰიდროფაუნის, პლანქტონური და ბენთოსური უხერხემლოების, პლანქტონური და ბენთოსური ალგოფლორის, მიკრობიოტის კვლევა და მონიტორინგი;
  • საქართველოს შიგა წყალსატევების  (ტბები, წყალსაცავები, ლაგუნები, ესტუარები, მდინარეები, წყალჭაობიანი ლოკალიტეტები) ბიომრავალფეროვნების (თევზები, ასოცირებული ჰიდროფაუნა, პლანქტონური და ბენთოსური უხერხემლოები, პლანქტონური და ბენთოსური ალგოფლორა, მიკრობიოტა) კვლევა და მონიტორინგი;
  • ჰიდრობიონტებისა და წყლის ჰაბიტატების დაცვის, აღდგენის და გონივრული მართვის წინადადებების შემუშავება, მათ შორის სახეობათა კონსერვაციული სტატუსის შეფასება, საქართველოს წითელი ნუსხის განახლებაში მონაწილეობის მიღება.

სააგენტოს მენეჯმენტი

about-us-poster

არჩილ გუჩმანიძე

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი

არჩილ გუჩმანიძე

დაბადების თარიღი: 

1979 წლის 21 სექტემბერი

განათლება:

1997-2001 წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ბაკალავრიატი. ზოოლოგია-ჰიდრობიოლოგიის სპეციალობით.

2001-2003 წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მაგისტრატურა. ზოოლოგიის სპეციალობით.

2008-2013 წწ.  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დოქტორანტურა. იქთიოლოგიის სეპციალობით. 

აკადემიური ხარისხი:

ბიოლოგიის დოქტორი (2013 წელი).

სამუშაოგამოცდილება:

2001-2004 წწ. საქართველოს ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების რეგიონული ცენტრი. მეცნიერ-თანამშრომელი.

2004-2006 წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო. ბუნებრივი რესურსების სამსახურის უფროსი.

2006 წ.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო. ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის  სამსახურის უფროსი.

2006-2015 წ.წ. ა(ა)იპ ასოციაცია ,,ფლორა და ფაუნა“ - დირექტორი.

2006-2008 წ.წ. ა(ა)იპ შავი ზღვის ეკო აკადემია. კონსერვაციული პროგრამების მენეჯერი.

2006-2010 წწ. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო (2008 წლამდე სსიპ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი). შავი ზღვის მონიტორინგის ცენტრი. მთავარი სპეციალისტი.

2006-2014 წწ. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის ცენტრი. მეთევზეობის მიმართულების უფროსი.

2014-2016 წწ. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური. სამსახურის უფროსის მოადგილე.

2016 წ. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური. სამსახურის უფროსი.

2017 წ. - დღემდე. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი. დეპარტამენტის უფროსი.

ჯილდოები და სიგელები:

შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კომისიის მედალი - შავი ზღვის გარემოს დაცვის საქმეში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის (2017 წ.);

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მადლობის სიგელი  - გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის (2016 წ.);

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სიგელი - შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებისა და მეთევზეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2016 წ.);

სიგელი შავი ზღვის ბიოლოგიური მრავალფეროვნების კვლევისა და შენარჩუნების საქმეში გაწეული წვლილისთვის (2010 წ.);

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საპატიო სიგელი (2009 წ.);

შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კომისიის სერტიფიკატი  - შავი ზღვის მეგობრის წოდების მინიჭების შესახებ (2007 წ.).

პუბლიკაციები და ნაშრომები:

12 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი;

მეთევზეობის, იქთიოლოგიისა და წყლის ბიომრავალფეროვნების მიმართულებით რამოდენიმე ათეული ანგარიშისა და დასკვნის ავტორი;

მეთევზეობის სფეროში რამოდენიმე ნორმატიული აქტის ავტორი/თანაავტორი.

ენები:

ქართული (მშობლიური)

რუსული (თავისუფლად)

ინგლისრი (საშუალოდ)

ოჯახურიმდგომარეობა:

მეუღლე და ერთი შვილი.