სიახლეები

31 ივლისი 2015

ფინელ ექსპერტთან კონსულტაციები გრძელდება

ფინელი ექსპერტი ლუბოვ ნევონენი გარემოს ეროვნულ სააგენტოში შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ექსპერტი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს თამარ ბაგრატიას და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

ექსპერტმა სპეციალისტებს ფინეთის სარადარო ქსელისა და მეტეოროლოგიური ინსტიტუტის მომსახურების სისტემის შესაძლებლობების შესახებ პრეზეტაცია გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ფინეთის მეტეოროლოგიურ სამსახურსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის.

სხვა სიახლეები