სიახლეები

04 აგვისტო 2015

ივლისის თვის თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბის წყლების ხარისხის მონიტორინგი

გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ივლისის თვეში თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბის წყლების ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში განისაზღვრა 25 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური კომპონენტი, გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა, რომელთა კვლევა არ შედის სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში.

ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ 6 ივლისს აღებულ სინჯებში განსაზღვრული კომპონენტები ნორმის ფარგლებშია, გარდა ამონიუმის აზოტის და E.coli-ს კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატებისა ლისის ტბაში, ხოლო 29 და 30 ივლისს აღებულ სინჯებში ყველა ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრი ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.

სხვა სიახლეები