სიახლეები

06 აგვისტო 2015

ექსპედიცია დევდორაკ–ამალის ხეობაში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან, თამარ ბაგრატიასთან ერთად მცხეთა-მთიანეთის რეგიონს სტუმრობდნენ. გიგლა აგულაშვილი დაბა ყაზბეგში, დევდორაკ-ამალის ხეობაში სტიქიურ პროცესებზე მონიტორინგის მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრმა სპეციალისტებთან ერთად მოინახულა ის ადგილები, სადაც ადრეული შეტყობინების სისტემებისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები განთავსდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, დევდორაკ-ამალის ხეობაში სტიქიური პროცესების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ და ინფორმაციას შესაბამის უწყებებს აწვდიან. მონიტორინგის მიზანია საქართველოს სამხედრო გზაზე (დარიალის ხეობაში) მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ჰიდროელექტრო სადგურზე მომუშავე თანამშრომლების დროული ინფორმირება ხეობაში მოსალოდნელი სტიქიური პროცესების შესახებ.

სხვა სიახლეები