სიახლეები

14 აგვისტო 2015

წყლის ხარისხის მონიტორინგი ილიას ტბაზე

საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მონიტორინგი გრძელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ყვარელში, ილიას ტბის წყლის სინჯები აიღეს.

აღებულ სინჯებში განისაზღვრა 23 ფიზიკურ-ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური პარამეტრი, გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა. ჩატარებული ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ილიას ტბის წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ ფიქსირდება.

სხვა სიახლეები