სიახლეები

18 აგვისტო 2015

რეჟიმი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დღეიდან ავტოტრანსპორტის გადაადგილების რეჟიმი დაწესდა

18-დან 30 აგვისტოს ჩათვლით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების გარკვეული რეჟიმი იმოქმედებს.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, 2015 წლის 18 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით, ავტოტრანსპორტის გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობა განხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:
ღამის, 00:00 საათიდან 05:30 საათამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია საღამოს 20:30 საათიდან 05:30 საათამდე. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია 00:00 საათიდან 05:30 საათამდე, (ინტენსიური ნალექების შემთხვევაში მოძრაობა აკრძალულია 20:30 საათიდან 05:30 საათამდე.)
საღამოს, 20:30 საათიდან 00:00 საათამდე, მოძრაობისას აკრძალულია ერთდროულად ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით ერთზე მეტი (მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება. დროის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სხვა სიახლეები