სიახლეები

25 აგვისტო 2015

მინისტრმა მდინარე ჭოროხზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა აჭარაში მდინარე ჭოროხის სანაპირო ზოლი სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მინისტრს  პლაჟის აღსადგენად განსახორციელებელი სამუშაოებიც გააცნეს,  რაც ითვალისწინებს პლაჟზე ინერტული მასალის ხელოვნურ შეტანას არსებული პარამეტრების შესანარჩუნებლად. განხილული იქნა ჭოროხსა და აჭარის წყალზე ჰესების მშენებლობისას მოპოვებული ინერტული მასალის გამოყენება სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით და ინერტული მასალით პლაჟის მომარაგება, რადგან კაშხლების მშენებლობის პროცესში მდინარე ჭოროხს ზღვაში პრაქტიკულად აღარ ჩააქვს მყარი ინერტული მასალა.

მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა ბათუმისა და ფოთის ნაპირდაცვის ბაზები, რომლებიც ამ ეტაპზე რეაბილიტაციას საჭიროებს და ადგილზე გაეცნო ნაპირდაცვის პროექტის დეტალებს,  რომელსაც იტალიური კომპანია - „TECHNITAL”-ი  ჭოროხის შესართავთან, გამწმენდ ნაგებობასთან და ბათუმის აეროპორტთან ახორციელებს.

სხვა სიახლეები