სიახლეები

03 სექტემბერი 2015

ამერიკელი ექსპერტების მიერ მეწყრული პროცესების კვლევა მდ. ვერეს ხეობაში

ამერიკელი ექსპერტები, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად მდ. ვერეს ხეობაში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების კვლევებს აწარმოებენ, რის საფუძველზეც შემუშავებული იქნება რეკომნდაციები შესაბამისი დამცავი ღონისძიებების გასატარებლად. 

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში ამერიკის გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც მდ. ვერეს ხეობაში მიმდინარე წლის 13-14 ივნისს მომხდარი კატასტროფული მოვლენების შეფასებას ახორციელებენ.


ამერიკელი ექსპერტები, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, წყნეთი-ახალდაბის, წყნეთი-ბეთანიის გზების მონაკვეთებსა და მდ.ვერეს ხეობის მეწყრულ-ღვარცოფული პროცესებით უკიდურესად დაძაბულ უბნებსაც შეისწავლიან. სპეციალისტები ქართულ მხარეს აღნიშნული სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში დახმარებას გაუწევენ.
სამუშაოებში ჩართულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროები და ქ. თბილისის მერია.

 

სხვა სიახლეები