სიახლეები

03 სექტემბერი 2015

ჰიდრომეტრული ექსპედიცია მდ. აჭარისწყლის აუზში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები აჭარის რეგიონში ექსპედიციაში იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა მდ. აჭარისწყლზე და მის შენაკადებზე ჰიდრომეტრული სამუშაოები  ჩაატარეს.

ექსპედიციის ფარგლებში მდინარეებზე  წყლის დონე განისაზღვრა,  გაიზომა წყლის ხარჯი და მოხდა განივი და გრძივი პროფილების დაფიქსირება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის სპეციალისტები მსგავსი ტიპის ექსპედიციებს მომავალშიც განახორციელებენ.

სხვა სიახლეები