სიახლეები

04 სექტემბერი 2015

ჰიდრომეტრული ექსპედიცია აღმოსავლეთ საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში ექსპედიციაში იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა 10 ჰიდროლოგიურ საგუშაგოზე ჰიდრომეტრული სამუშაოები ჩაატარეს.  

ექსპედიციის ფარგლებში მდინარეებზე წყლის დონე განისაზღვრა, გაიზომა წყლის ხარჯი და მოხდა განივი და გრძივი პროფილების დაფიქსირება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის სპეციალისტები მსგავსი ტიპის ექსპედიციებს მომავალშიც განახორციელებენ.

სხვა სიახლეები