სიახლეები

07 სექტემბერი 2015

სააგენტოს წარმომადგენელი ჩინეთში სასწავლო სემინარზე იმყოფებოდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალური რესურსების აღრიცხვის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი ნათია ჩომახიძე, პროფესიული გადამზადების მიზნით,  ჩინეთის რესპუბლიკაში „ISA – ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოსა“ და “COMRA _ ჩინეთის ოკეანური მინერალური რესურსების ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ სასწავლო სემინარებზე იმყოფებოდა.

სემინარი ზღვისა და ოკეანის ფსკერზე არსებული მინერალური რესურსების ძიებას, შესწავლასა და ექსპლუატაციას, გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებსა და სხვა გარემოსდაცვით საკითხებს მოიცავდა.

სააგენტოს წარმომადგენელი პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვით სფეროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიღწევებსაც გაეცნო.

სხვა სიახლეები