08 სექტემბერი 2015
გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი პროექტი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გარემოს ეროვნული სააგენტოს პროექტმა „საქართველოში კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით ახალი სამშენებლო-კლიმატური ნორმების დადგენა“გაიმარჯვა.
პროექტი სამშენებლო-კლიმატური ნორმების დადგენა-განახლებას ისახავს მიზნად, რის შედეგადაც მიღწეული იქნება ურბანული განვითარების სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება. პროექტის ფარგლებში შედგენილი იქნება ახალი სამშენებლო კლიმატური ნორმები კლიმატის ცვლილების დინამიკის გათვალისწინებით.