სიახლეები

11 სექტემბერი 2015

განცხადება სააგენტოში გამოცხადებული ვაკანსიების შეხასებ

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, გეოლოგიური ფონდების სკანირების სამუშაოებისათვის ესაჭიროება 3 გეოლოგი

1. პირველი გეოლოგის სამუშაოს აღწერა:

ა) შეამოწმოს დღის განმავლობაში დასკანერებული ანგარიშების ანოტაციების სისწორე;

ბ) შეამოწმოს დასკანერებული მასალის ხარისხი (დაადასტუროს ხელმოწერით).

კვალიფიკაცია:

ა) უმაღლესი განათლება - გეოლოგიის ფაკულტეტი (ბაკალავრი ამ მაგისტრი).

ბ) უცხო ენების ცოდნა - რუსული ენა (ძალიან კარგად).

გ) სამუშაო გამოცდილება - სასურველია.

დ) კომპიუტერული პროგრამები - Word, Excel, სასურველია ArcGis.

შრომის ანაზღაურება: - 700 ლარი.

 

2. მეორე გეოლოგის სამუშაოს აღწერა:

ა) შეამოწმოს დასასკანერებლად მომზადებული მასალებიდან არის თუ არა უკვე დასკანერებული მასალები სააგენტოს მონაცემთა ბაზებში. ასეთის არსებობის შემთხვევაში გადაამოწმოს მათი ხარისი და განსაზღვროს ხელახლა ხომ არ საჭიროებს დასკანერებას.

ბ) ითანამშრომლოს სკანირების პროცესში ჩართულ არქივარიუსებთან და მიაწოდოს მათ  იმ მასალის ნუსხა, რომელიც არ საჭიროებს ხელახალ სკანირებას.

გ) შეამოწმოს დასკანერებული მასალის ხარისი (დაადასტუროს ხელმოწერით).

კვალიფიკაცია:

ა) უმაღლესი განათლება - გეოლოგიის ფაკულტეტი (ბაკალავრი ამ მაგისტრი).

ბ) უცხო ენების ცოდნა - რუსული ენა (ძალიან კარგად).

გ) სამუშაო გამოცდილება - სასურველია.

დ) კომპიუტერული პროგრამები - Word, Excel, სასურველია ArcGis.

შრომის ანაზღაურება: - 700 ლარი.

 

3. გეოლოგი (არქივარიუსის დამხმარე) სამუშაოს აღწერა:

ა)მიიღოს განაცხადი მომდევნო დღეს დასასკანერებელი ანგარიშების ოდენობის შესახებ, მოიძიოს აღნიშნული ანგარიშები და მოამზადოს სკანირებისათვის, შეამოწმოს მათი სისრულე, გადაამოწმოს მათი იდენტურობა კატალოგთან, გაატაროს დასასკანერებლად გადაცემის ფაქტი შესაბამის ჟურნალში (ხელმოწერით დადასტურებული).

ბ) ითანამშრომლოს სკანირების პროცესში ჩართულ გეოლოგებთან და იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს ბაზებში აღმოჩნდება უკვე დასკანერებული მასალა - უზრუნველყოს მათი ამოღება დასასკანერებელი მასალიდან და დასკანერების შემდეგ უზრუნველყოს მათი შესაბამის ადგილზე დაბრუნება;

გ)დასკანერებული ანგარიშები ჩაიბაროს, შეამოწმოს მათი სისრულე და შესაძლო დაზიანებები დაარეგისტრიროს შესაბამის ჟურნალში (დაადასტუროს ხელმოწერით).

კვალიფიკაცია:

ა) უმაღლესი განათლება - გეოლოგიის ფაკულტეტი (ბაკალავრი ან მაგისტრი).

ბ) უცხო ენების ცოდნა - რუსული ენა (კარგად).

გ) სამუშაო გამოცდილება - სასურველია.

დ) კომპიუტერული პროგრამები - Word, Excel. 

შრომის ანაზღაურება: - 600 ლარი.

შერჩევა მოხდება გასაუბრების სფუძველზე. შერჩეულ კანდიდატებთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება. 

დაინტერესებულმა პირმა, შესაბამისი განაცხადით (CV, დიპლომის ასლი, პ/მ ასლი) უნდა მიმართოს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.

მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის #150.

ტელეფონი: 599 898 858

ელ-ფოსტა: lalinemsadze15@yahoo.com

 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა მ/წ 16 სექტემბერი.

 

 

სხვა სიახლეები