სიახლეები

11 სექტემბერი 2015

სააგენტოს სპეციალისტების ვიზიტი სლოვაკეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების მონიტორინგისა და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტების სპეციალისტები სასწავლო ვიზიტით სლოვაკეთში, ქალაქ ბრატისლავაში იმყოფებოდნენ.

პროექტის „საქართველოში რისკის ქვეშ მყოფი წყლის ობიექტების, წყლის დაცვის გაძლიერება ჩამდინარე წყლების ხარისხის მაკონტროლებელი სისტემისა და მონიტორინგის მეშვეობით’’ ფარგლებში სპეციალისტებმა VUVH-ის ინსტიტუტში ქიმიურ-ბიოლოგიური, ჰიდროლოგიური ლაბორატორიები დაათვალიერეს, სინჯების აღების თანამედროვე მეთოდოლოგიას გაეცნენ და უცხოელი კოლეგების გამოცდილება გაიზიარეს.

სხვა სიახლეები