15 სექტემბერი 2015
ტრენინგი ჰიდროლოგიური მოდელირების შესახებ
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისათვის პოლონური პროექტის ფარგლებში ტრენინგი დაიწყო, რომელიც ჰიდროლოგიური მოდელირების HEC-HMS პროგრამის დამუშავებას და გამოყენებას ითვალისწინებს.
სწავლებას პოლონური მხარის წარმომადგენელი ედიტა დროდძალი უძღვება. ტრენინგის ფარგლებში სპეციალისტები ჰიდროლოგიური მოდელის სქემის შექმნას, მონაცემების დამუშავებას და მიღებული მასალის პროგრამაში შეყვანას შეისწავლიან.
სააგენტოს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მსგავსი სახის ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.