სიახლეები

18 სექტემბერი 2015

18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა

წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ლაბორატორიის თანამშრომლებმა, მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს. წყლის სინჯების აღების პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძე ესწრებოდნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აღებულ სინჯებში წყლის ფიზიკურ, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებს განსაზღვრავენ, გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა, ხოლო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"ლაბორატორიის თანამშრომლები ნედლი წყლის ხარისხს შეისწავლიან. 

აღსანიშნავია, რომ „სუფთა წყლის ამერიკულმა ფონდმა“ წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე 2003 წლის 18 სექტემბერს დაარსა. რაც მიზნად ისახავს წყლის რესურსების დაბინძურების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას და მათი ჩართულობის გაზრდას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიები ზედაპირული წყლის ხარისხს, საქართველოს მასშტაბით, 120-მდე წერტილში იკვლევს.

სხვა სიახლეები