სიახლეები

18 სექტემბერი 2015

სააგენტო სტუდენტებთან აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ, წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სააგენტოში უმასპინძლა.

თამარ ბაგრატიამ  სტუმრებს სააგენტოს საქმიანობაზე, მის ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე, სტუდენტებმა  წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღის მნიშვნელობასა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მუშაობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია,  რომელიც თავად დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააცნო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სტუდენტებთან  შეხვედრებს,  მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით,  მომავალშიც გააგრძელებენ.

სხვა სიახლეები