სიახლეები

19 სექტემბერი 2015

ბუნებრივი რესურსების მართვის ოპტიმიზაციის ახალი ხედვები

სასტუმრო “ამბასადორში“  ბუნებრივი რესურსების მართვის ოპტიმიზაციის ახალ ხედვებზე იმსჯელეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ახალი მიდგომების აუცილებლობაზე ისაუბრა.

შეხვედრა გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, სადაც ბუნებრივი რესურსების საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრასთან და მის განახლებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა  ინიციატივები და მოსაზრებები განიხილეს, რაც   ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების ფასწარმოქმნის სწორად და ეფექტურად განსაზღვრას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ თემურ მურღულიამ ბუნებრივ რესურსების ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით ახალი ხედვა და პრეზენტაცია წარადგინა, რაც საწყისი სააუქციონი ფასის გაანგარიშებას უფრო ეფექტურს გახდის და სამომავლოდ ბუნებრივი რესურსების რაციონალურ მართვასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. 

 

სხვა სიახლეები