სიახლეები

21 სექტემბერი 2015

სპეციალური ტრენინგი აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და აშშ–ს საელჩოს ორგანიზებით სპეციალური სწავლება ჩატარდა.

სწავლება  ქიმიური და ბიოლოგიური შემთხვევებისა და ინციდენტების დროს რეაგირებას და დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს.

ტრენინგს გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების დეპარტამენტის გარემოზე ტექნოგენური ზემოქმედების შეფასებისა და საექსპედიციო მომსახურების სამმართველოს უფროსი ლევან პაპაჩაშვილი ესწრებოდა.

სწავლების დასასრულს მონაწილეებს სპეციალური დიპლომები გადაეცათ.

 

 

სხვა სიახლეები