სიახლეები

21 სექტემბერი 2015

შეხვედრა პროექტ EPIRB-ის ხელმძღვანელთან

გარემოს ეროვნულ სააგენტოში პროექტის "საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოსდაცვითი პროგრამა"(EPIRB) ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, პროექტის ხელმძღვანელს ტიმოთი თერნერს და მის მოადგილეს ზურაბ ჯინჭარაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის დასრულებამდე განსახორციელებელი დეტალები განიხილეს. ისაუბრეს ფინანსურ და პროგრამულ საკითხებზე, ასევე საზღვაო სანაპირო ზოლისა და ტრანსსასაზღვრო მდინარეების მონიტორინგთან დაკავშირებულ დეტალებზე.

სხვა სიახლეები