სიახლეები

29 სექტემბერი 2015

საგრანტო ხელშეკრულება პოლონეთის საელჩოსთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა და პოლონეთის ელჩმა საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულება პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში გარემოს ეროვნულ საგენტოსთვის 30 000 ევრომდე თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული თანხით წყალდიდობების რისკების მონიტორინგისა და პროგნოზირების მიზნით თანამედროვე ტიპის მოწყობილობების შეძენა განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ეფექტურ მუშაობას, კერძოდ, გაძლიერდება სააგენტოს შესაძლებლობები წყალდიდობების რისკების მონიტორინგის პროგნოზირების კუთხით.

საგრანტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები