სიახლეები

01 ოქტომბერი 2015

გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს "NEA სფეროს" სთავაზობს

გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს სპეციალურ სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ  გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე  მთთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, მოისმინონ სპეციალისტების შეფასებები  და პროფესიული ცოდნა აიმაღლონ.

„NEA სფეროს“  პირველი სტუმრები  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია იყვნენ. სტუდენტებს შესაძლებლობა ქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები პირადად მინისტრისგან მიეღოთ  და მის სამომავლო გეგმებს გაცნობოდნენ.

“NEA სფერო“  სტუდენტებს ყოველ ხუთშაბათს 18.00 საათიდან უმასპინძლებს. მათ როგორც  გარემოს ეროვნული სააგენტოს  სპეციალისტები, ასევე მოწვეული სტუმრები ლექციებსა და სემინარებს ჩაუტარებენ, სტუდენტებს ასევე ექნებათ საშუალება საკუთარი კვლევები და მოსაზრებები გააცნონ ექსპერტებს.

სტუდენტებისთვის  „NEA სფეროში“  განსაკუთრებული გარემო იქნება შექმნილი,  სადაც მათ ცოდნისა და გამოცდილების მიღება შეეძლებათ.

სხვა სიახლეები