სიახლეები

08 ოქტომბერი 2015

თსუ-ს სტუდენტები სააგენტოს ლაბორატორიაში სტაჟირებას გადიან

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის და ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები პროფესიული განვითარების მიზნით სწავლებას გადიან.

სტუდენტები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული წყლის, ნიადაგების ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ და ჰიდრობიოლოგიურ ანალიზების კვლევის პროცესს სწავლობენ, ასევე აქტიურად მონაწილეობენ სამუშაო პროცესებში და იღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას.

სხვა სიახლეები