სიახლეები

08 ოქტომბერი 2015

თეა გოდოლაძე სტუმრად "NEA სფეროში"

გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს სპეციალურ სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე მთთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, მოისმინონ სპეციალისტების შეფასებები და პროფესიული ცოდნა აიმაღლონ.

„NEA სფეროს“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე სტუმრობდა, რომელმაც თემაზე - „კავკასიის სეისმურობა“ სტუდენტებს ლექსცია წაუკითხა და კავკასიაში მიწისძვრებისა და სეისმოლოგიური პროცესების გამომწვევ მიზეზებზე პრეზენტაცია წარუდგინა.

“NEA სფერო“ სტუდენტებს ყოველ ხუთშაბათს 18.00 საათიდან უმასპინძლებს. მათ, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ასევე მოწვეული სტუმრები ლექციებსა და სემინარებს ჩაუტარებენ, სტუდენტებს, ასევე საშუალება ექნებათ საკუთარი კვლევები და მოსაზრებები გააცნონ ექსპერტებს.

სხვა სიახლეები