სიახლეები

15 ოქტომბერი 2015

იქთიოლოგიური და ჰიდრობიოლოგიური მონიტორინგი გრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური საქართველოს შიდა წყალსატევების მეთევზეობის იქთიოლოგიურ და ჰიდრობიოლოგიურ მონიტორინგს აგრძელებს.

ბიომრავალფეროვნების, მეთევზეობის სტატუსის შეფასებისა და თევზჭერის ლიცენზიის პირობების შემოწმების მიზნით კვლევა ამჯერად ჯანდარის ტბაზე მიმდინარეობს.

ოქტომბრის თვეში კვლევა გაგრძელდება ნადარბაზევის ტბაზე (გორის მუნიციპალიტეტი), ილიას ტბაზე (ყვარელის მუნიციპალიტეტი) და მრგვალ ტბაზე (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი), ასევე ოქტომბრის თვეში დაგეგმილია კვლევების წარმოება მდ. ფარავნის აუზში.

სხვა სიახლეები