სიახლეები

15 ოქტომბერი 2015

გიორგი გოცირიძის ლექცია "NEA სფეროში"

გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს სტუდენტების მიღებას სპეციალურ სივრცში,  სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ მთთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, მოისმინონ სპეციალისტების შეფასებები და პროფესიული ცოდნა აიმაღლონ.

„NEA სფეროს“ ამჯერად კომპანია „გეოგრაფიკის“ ხელმძღვანელი გიორგი გოცირიძე სტუმრობდა, რომელმაც „გამოყენებითი გეოგრაფიის საფუძვლებზე“ სტუდენტებს ლექსცია წაუკითხა  და სპეციალურად მათთვის მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა.

“NEA სფერო“ სტუდენტებს ყოველ ხუთშაბათს 18.00 საათიდან მასპინძლობს. მათ ლექციებსა და სემინარებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები დამოწვეული სტუმრები უტარებენ. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ საკუთარი კვლევები და მოსაზრებები გააცნონ ექსპერტებს.

სხვა სიახლეები