სიახლეები

22 ოქტომბერი 2015

მამუკა სალუქვაძე სტუმრად „NEA სფეროში“

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალური სივრცე აგრძელებს ყოველ ხუთშაბათს სტუდენტების მიღებას და მათ უამრავ საინტერესო სტუმართან შეხვედრას პირდება. 

„NEA სფეროს“ მორიგი სტუმარი „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დამფუძნებელი და გერმანულ-ქართული კომპანია „თბილისის ენერგეტიკის სააგენტოს“ გენერალური მენეჯერი, არქიტექტურის დოქტორი - მამუკა სალუქვაძე იყო, რომელმაც სტუდენტებს  თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის კვლევასა და ქალაქგეგმარებითი რეგულირების შესახებ ესაუბრა.

ლექსციის პარალელურად  მამუკა სალუქვაძემ სტუდენტებს  სპეციალურად მათთვის მომზადებული პრეზენტაციაც წარუდგინა, სადაც ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცი იყო თავმოყრილი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

სხვა სიახლეები