სიახლეები

27 ოქტომბერი 2015

ჰიდროლოგიური მოდელირების შესახებ ტრენინგები გრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისათვის პოლონური პროექტის ფარგლებში ჰიდროლოგიური მოდელირების HEC-HMS პროგრამის დამუშავების შესახებ ტრენინგები გრძელდება, რომელიც ასევე, ჰიდრავლიკურ მოდელირებაზე პროგრამა MIKE11-ის გამოყენებასაც მოიცავს.

სწავლებას პოლონური მხარის წარმომადგენელი უძღვება. ტრენინგის ფარგლებში სპეციალისტები ჰიდროლოგიური მოდელის სქემის შექმნას, მონაცემების დამუშავებას და მიღებული მასალის პროგრამაში შეყვანას შეისწავლიან. 

სააგენტოს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მსგავსი სახის ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.

სხვა სიახლეები