სიახლეები

28 ოქტომბერი 2015

შვეიცარიელი ექსპერტების ვიზიტი დევდორაკ-ამალის ხეობაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოწვევით საქართველოში ცნობილი შევიცარიული კომპანიების “GEOTEST”-ისა და “GEOPREVENT”-ის ექსპერტები იმყოფებიან, რომელებიც მდ. დევდორაკ-ამალის ხეობის გეომორფოლოგიურ კვლევას და გეოდეზიურ სამუშაოებს ახორციელებენ.
 
შვეიცარიელი სპეციალისტები ექსპედიციის ფარგლებში რეპრეზენტატიულ ადგილებს შეარჩევენ, სადაც შემდგომში ადრეული შეტყობინების სისტემისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები დამონტაჟდება.
 
სამუშაოების სრულად განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს სამხედრო გზაზე (დარიალის ხეობაში) მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ჰიდროელექტროსადგურზე დასაქმებული პირებისათვის შესაძლებელი გახდება დროული გაფრთხილებების მიღება ხეობაში მოსალოდნელი სტიქიური პროცესების შესახებ.
 
აღნიშნული სამუშაოები საქართველოში პირველად ხორციელდება.

სხვა სიახლეები