სიახლეები

29 ოქტომბერი 2015

კონფერენცია ადრეული გაფრთხილებების სისტემების შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე - “სტიქიური ბუნებრივი მოვლენების ადრეული შეტყობინების სისტემების საერთაშორისო გამოცდილება“.

საერთაშორისო კონფერენციას  გაეროს განვითარების პროგრამის   წარმომადგენელი საქართველოში  ნილს სკოტი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, გარემოს  ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია  და  საერთაშორისო  ექსპერტები  ესწრებოდნენ.

ექსპერტებმა სხვადასხვა ქვეყნებში  სტიქიური ბუნებრივი მოვლენების  დროს (ზვავი, წყალდიდობა, მეწყერი და სხვ.) ადრეული გაფრთხილების სისტემების გამოყენების კონკრეტული მაგალითები განიხილეს და ქართველ სპეციალისტებს გამოცდილება გაუზიარეს.

კონფერენციას   სამთავრობო და  არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და კერძო  სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები