სიახლეები

30 ოქტომბერი 2015

რეგიონული სემინარი ბაქოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა  და გეოლოგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა 22-23 ოქტომბერს ბაქოში გამართული რეგიონული სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს.

სემინარზე განხილულ იქნა  „IWRM-ის მიღწევა მტკვრის აუზის მასშტაბით ტრანსსასაზღვრო შეთანხმებული ქმედებების და ეროვნული გეგმების განხორციელების მეშვეობით“  საპროექტო დოკუმენტი.  

ასევე, სექტორებს შორის ღია დიალოგის დაწყების მიზნით,  აზერბაიჯანის მელიორაციისა და „AzerSu“ გაერთიანებულ კომპანიებთან შეხვედრა შედგა, სადაც განხილული იქნა აზერბაიჯანში ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების აღების გეგმები.

სხვა სიახლეები