სიახლეები

30 ოქტომბერი 2015

შეხვედრა შვეიცარიელ ექსპერტებთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შევიცარიული კომპანიების “GEOTEST”-ისა და “GEOPREVENT”-ის ექსპერტებს შეხვდნენ. მოწვეულმა ექსპერტებმა სპეციალისტებს მდ. დევდორაკ-ამალის ხეობის გეომორფოლოგიურ კვლევისა და გეოდეზიური სამუშაოების შედეგები პრეზენტაციის სახით წარუდგინეს. 

შვეიცარიელი სპეციალისტები საქართველოში სააგენტოს მოწვევით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა ექსპედიცია დევდორაკ-ამალის ხეობაში, სადაც მათ ადრეული შეტყობინებების სისტემების დასამონტაჟებლად რეპრეზენტატიულ ადგილები შეარჩიეს. 

აღნიშნული სამუშაოების სრულად განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს სამხედრო გზაზე (დარიალის ხეობაში) მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ჰიდროელექტროსადგურზე დასაქმებული პირებისათვის შესაძლებელი გახდება დროული გაფრთხილებების მიღება ხეობაში მოსალოდნელი სტიქიური პროცესების შესახებ.

სხვა სიახლეები