სიახლეები

05 ნოემბერი 2015

ქვემო ქართლში აგრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ახლადდამონტაჟებული აგრომეტეოროლოგიური სადგურის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ველში, რომელიც საირიგაციო ზონას წარმოადგენს, აგრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა. ავტომატური სადგური, ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობაზე, ნალექების რაოდენობაზე, ქარის სიჩქარესა და მიმართულებაზე, ნიადაგის ტემპერატურასა და ტენიანობაზე მონაცემებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების ცენტრს მიაწვდის, რაც ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს დროულად მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე და მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პროცესების შესახებ.

მიღებული ინფორმაცით ფერმერები სასოფლო-სამეურნეო კულტურების რწყვის ნორმებისა და ვადების შესახებ რეკომენდაციებს დროულად მიიღებენ.

მსგავსი აგრომეტეოროლოგიური სადგური სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც დამონტაჟდა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

სხვა სიახლეები