სიახლეები

05 ნოემბერი 2015

"NEA სფეროს" პროფესორი ნინო მუმლაძე სტუმრობდა

"NEA სფერო" ტრადიცულად აგრძელებს სტუდენტებისათვის აქტუალურ თემებზე შეხვედრებს.

"NEA სფეროს" ამჯერად ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების პროფესორი ნინო მუმლაძე სტუმრობდა, რომელმაც სტუდენტებს შემოდგომის ფოთლების წვის შედეგად გამოწვეულ გარემოს დაბინძურების პრობლემებზე ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ ფოთლების ნამწვავი გამოყოფს მავნე ნივთიერებებს რაც, აბინძურებს ატმოსფერულ ჰაერს და იწვევს უარყოფით ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალური სივრცე კვლავ აგრძელებს სტუდენტების მასპინძლობას, მათთვის  საინტერესო თემებზე დისკუსიების მოწყობას და გარემოსდაცვით საკითხებზე პრეზენტაციების გამართვას.

სხვა სიახლეები