სიახლეები

06 ნოემბერი 2015

სააგენტოს უფროსი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა სტუდენტებისათვის გეოლოგიის დარგში ახლი სასწავლო პროგრამების შექმნასა და ამ პროგრამებში სტუდენტების ჩართულობაზე ისაუბრეს.

სააგენტოს უფროსმა სპეციალისტებთან ერთად უნივერსიტეტის შახტა-ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც მრავალი პროფილის მქონეა და სტუდენტების პრაქტიკული სწავლებისთვისაა განკუთვნილი. სააგენტოს წარმომადგენლები ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიური მუზეუმებში გამოფენილ უნიკალური ექსპონატებს გაეცნენ.

შეხვედრის დასასრულს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა, რომლებსაც სააგენტოს საქმიანობა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბდა. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებას გადიან სახვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და სწორედ სტუდენტებისთვის შექმნა „NEA სფერო“, სადაც მათი პროფესიული ცოდნის ამაღლებისთვის საინტერესო თემებზე ყოველ ხუთშაბათს ლექცია-სემინარები იმართება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა აღნიშნულთან დაკავშირებით დიდი ინტერესი გამოხატეს და მზად არიან აქტიურად ჩაერთონ სააგენტოში მიმდინარე ლექცია-სემინარებში.

სხვა სიახლეები