სიახლეები

10 ნოემბერი 2015

მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ინვენტარიზაციის ეროვნული სემინარი

გარემოს ეროვნულ სააგენტოში მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ინვენტარიზაციის თემაზე სემინარი  გაიმართა.

შეხვედრაზე მომხსენებლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს, სადაც განსახილველ თემებს შორის იყო ახალი სამრეწველო მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ინვენტარიზაციის შემუშავება და ახლი მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების პესტიციდების გაცნობა.

სემინარი საერთაშორისო ორგანიზაციებისა (GEF, UNEP) და გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას სააგენტოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად სხვადსახვა უწყების წარმომადგენლები  და მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები