სიახლეები

11 ნოემბერი 2015

შეხვედრა ბულგარეთში, შავ ზღვაში თევზის სახეობების მარაგების დასადგენად

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) ფარგლებში ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში, შავ ზღვაში თევზის სახეობების მარაგების შეფასების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შავი ზღვის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  საქართველოს  აღნიშნულ შეხვედრაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო წარმოადგენდა.

შეხვედრის ფარგლებში, თითოეულმა ქვეყანამ კომისიას შავ ზღვაში მოპოვებული თევზის შესახებ სტატისტიკა მიაწოდა. ამასთან, განხილულ იქნა თევზის ცალკეული სახეობების მოპოვების მეთოდების შეცვლის საკითხებიც. შეხვედრის შედეგად,  საორგანიზაციო ჯგუფი სამომავლოდ შეძლებს შავ ზღვაში მარაგების დადგენასთან  დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრასა და შემდგომში მარაგების დადგენას.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს შეთავაზებითა და სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით მომავალ წელს აღნიშნულ შეხვედარას, ქალაქ ბათუმში სააგენტო უმასპინძლებს.  

 

სხვა სიახლეები