სიახლეები

12 ნოემბერი 2015

კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი სტუმრად "NEA სფეროში"

"NEA სფეროს" კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ნადირაშვილი სტუმრობდა.

ნოდარ ნადირაშვილი სტუდენტებს ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს კრიზისული სიტუაციის მართვაზე ესაუბრა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი კატასტროფის დროს მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ეკონომიკური ზარალი და, რაც მთავარია, ადამიანური მსხვერპლი.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმარს შორის, კითხვა-პასუხის რეჟიმში,  დისკუსია გაიმართა.

სხვა სიახლეები