სიახლეები

16 ნოემბერი 2015

16-19 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

16 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ჰაერის ტემპერატურა იქნება +9, +14 გრადუსი.

17 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, გაძლიერდება დასავლეთის ქარი, მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +7,+12 გრადუსი.

18-19 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში +12,+17 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +7,+12 გრადუსი იქნება.

სხვა სიახლეები