სიახლეები

17 ნოემბერი 2015

სააგენტოს უფროსი მეხიკოში GEO-XII-ის მინისტერიალს დაესწრო

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ ქალაქ მეხიკოში, GEO-XII-ის პლენარულ სხდომებსა და მინისტერიალში მონაწილეობა  მიიღო.

GEO (დედამიწაზე დაკვირვების ჯგუფი) 2005 წელს შეიქმნა, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს. მასში 96 ქვეყანა, ევროკომისია და 87 ორგანიზაციაა გაერთიანებული, რომლებიც დედამიწაზე დაკვირვებას აწარმოებს.

GEO-ს მიერ დაფუძნებული GEOSS (დედამიწაზე დაკვირვების სისტემების სისტემები) საშულებას იძლევა მეტი იფრომაცია იყოს მიღებული და გაზიარებული სახელმწიფოების მიერ, რათა გადაწყვეტილებების მიმღებნი მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულნი.

სესიაზე 2016-2025 წლების სტარტეგიული გეგმა იქნა მიღებული, რომელიც შემდგომში GEO-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.

სხვა სიახლეები