სიახლეები

19 ნოემბერი 2015

"NEA სფეროს" კანტის აკადემიის მოსწავლეები ესტუმრნენ

"NEA სფეროს" კანტის აკადემიის მოსწავლეები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები სტუმრობდნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ტარიელ ბერიძემ "NEA სფეროს" სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა თემაზე - "ჰესების მშენებლობა და მისი გავლენა შავი ზღვის ნაპირფორმირების პროცესებზე (მდ. ჭოროხისა და მდ. ენგურის მაგალითებზე)".

ლექციის დაწყებამდე კანტის აკადემიის მოსწავლეები სააგენტოს საქმიანობას  გააცნენ, ადგილზე დაათვალიერეს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ლაბორატორიები, სადაც ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები ტარდება. მოსწავლეები სინოპტიკოსების სამუშაო პროცესსაც გაეცნენ და ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ოთახი დაათვალიერეს, სადაც ონლაინ რეჟიმში გადმოიცემა სინოპტიკური პროცესები.

სხვა სიახლეები