სიახლეები

26 ნოემბერი 2015

„NEA სფეროს“ UNDP-ის პროექტის კოორდინატორი ვანო წიკლაური სტუმრობდა

„NEA სფეროს“ UNDP-ის პროექტის “Developing Climate Resilient Flood and Flash Flood Management Practices to Protect Vulnerable Communities of Georgia” (AF/UNDP) კოორდინატორი ვანო წიკლაური სტუმრობდა, რომელიც სტუდენტებს მდინარე რიონის აუზში  წყალდიდობის მართვის პროექტის შესახებ ესაუბრა.

სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს  პროექტის ფარგლებში გეოლოგიური და ჰიდროლოგიური  საფრთხეების შეფასების მიზნით განხორციელებული სამუშაოების შესახებ. ასევე, გაეცნენ  ტერიტორიების  დარაიონების (ზონირების)  მეთოდოლოგიას საშიში სტიქიური მოვლენების მიხედვით.

პროექტის მენეჯერმა   ყურადღება გაამახვილა, რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული შეტყობინებების სისტემების დანერგვა თანამედროვე  მიდგომებით, რომელიც შეამცირებს ეკონომიკურ ზარალს და მსხვერპლს.

სხვა სიახლეები