სიახლეები

27 ნოემბერი 2015

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვების შედეგები

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან ერთად    ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების შედეგები  საზოგადოებას გააცნო.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების  ინდიკატორული გაზომვების პირველი ეტაპი დასრულდა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის გაძლიერებისა და ქსელის გაფართოების მიზნით ინდიკატორული გაზომვები განახორციელა. ატმოსფერული ჰაერის გაზომვები საქართველოს მასშტაბით ცხრა ქალაქის 58 წერტილში, მათ შორის თბილისში 26 წერტილში განხორციელდა. გაიზომა აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების, ოზონისა და ბენზოლის კონცენტრაციები.

ჰაერის დაბინძურების განმსაზღვრელი ინდიკატორული საზომები ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით  სხვადასხვა წერტილში იყო განთავსებული და შემდეგ დიდი ბრიტანეთის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა საანალიზოდ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა  მიღებული ინფორმაციის საფუძველზე     შესაბამისი რუკა მოამზადეს, რომელზეც  დეტალურად არის ასახული დამაბინძურებელი ინგრედიენტების კონცენტრაციები. 

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერებას აგრძელებს. სპეცალისტების მიერ შეირჩა ახალი ტერიტორიები, სადაც განთავსდა ინდიკატორული საზომები, რათა სააგენტოს  ზუსტი მონაცემები გააჩნდეს ატმოსფერული ჰაერის  დაბინძურებაზე.

(იხილეთ თანდართული რუკა, სადაც ასახულია  საქართველოს დიდ ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვებით მიღებული მონაცემები).

https://www.google.com/maps/d/viewer?mid=zFoqx_U3i7ZI.kq2RDzkYIY_Y

სხვა სიახლეები