სიახლეები

06 დეკემბერი 2015

რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩეხეთის მთავრობის მიერ "ტრასეკას რიკოთის მონაკვეთის მეტეოროლოგიური უსაფრთხოების გაზრდა" განხორციელებული პროექტის ფარგლებში რიკოთის უღელტეხილზე საგზაო სადგური დაამონტაჟა, რომლის სამუშაო პროცესს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ჩეხეთის ელჩი ტომაშ პერნიცკი და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფოსი თამარ ბაგრატია ადგილზე გაეცნენ.

საგზაო მეტეოროლოგიური სადგურიდან მიღებული მონაცემები გარემოს ეროვნულ სააგენტოს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

არახელსაყრელი სატრანსპორტო მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში სადგური (ჰაერის ტემპერატურა, სინოტივე, ქარის სიჩქარე და მიმართულება, ნალექების სახეობა და რაოდენობა და გზის სავალი ნაწილის მეტეოროლოგიური მახასიათებლები, თოვლის საფარი, გზის მოყინულობა) სათანადო გაფრთხილებების ოპერატიულად გაცემის საშუალებებს იძლევა.

სადგურის მიერ მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უფრო უსაფრთხო გახდება.

სხვა სიახლეები