სიახლეები

08 დეკემბერი 2015

განახლებული ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის ქსელი

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტი მიწისქვეშა წყლების მონიტორინგისა და მონაცემთა გადაცემის შესახებ დასრულდა.

პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა წყლების მონიტორინგისთვის თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში არსებულ სამ ჭაბურღილზე ავტომატურად გამზომი ხელსაწყოები დამონტაჟდა. აპარატურა ონლაინ რეჟიმში, უწყვეტად ახორციელებს ინფორმაციის მიწოდებას წყლის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ. მსგავსი ტიპის მოწყობილობების დამონტაჟება საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

 

სხვა სიახლეები